Saturday, March 8, 2014

ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები

    ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები

 პროექტის მთავარი იდეა :   ენერგიის  ხარჯის განსაზღვრა
პროექტის აქტუალობა :ენერგიის უყაირათო ხარჯვის თავიდან აცილება
პროექტის მიზანი:ოჯახში  მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები /ხანგრძლივობა  ; ერთი თვე
მ ო ს ა ლ ო დ ნ ე ლ ი    შ ე დ ე გ ე ბ ი :
     მოსწავლეები  აცნობიერებენ რომ  გადასახადს იხდიან   ხელსაწყოებისა და მოწყობილობების მიერ შესრულებული მუშაობის  მიხედვით.
     მოსწავლეები სწავლობენ მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
     ენერგიის ხარჯვის შემცირებას  რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად  დაიზოგება ოჯახის ბიუჯეტი.
     მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბითაც.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ენერგიის მომხმარებელი                                                                                                             ხელსაწყოები, ჩანაწერთა დღიური
 პროექტის   მსვლელობა
1.    სხვადასხვა  სახის ხელსაწყოს მიერ მოხმარებული ენერგიის ღირებულების დადგენა.
2.    პრიორიტეტულის დადგენა ეკონომიური თვალსაზრისით
3.    ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა

     განვსაზღვროთ  რა სახის ენერგიას მოვიხმართ
     ჩამოვთვალოთ ამ ენერგიის მომხმარებელი ხელსაწყოები
     გამოვთვალოთ, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში  ( აღვწეროთ როგორ ვაკეთებთ ამას).
     მონაცემები წარმოვადგინოთ ცხრილის სახით
II
     დავადგინოთ ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობად,წყლის გასაცხელებლად,....
     დავადგინოთ  ამ  ენერგიის ღირებულება და  წარმოვადგინოთ   სვეტოვანი  დიაგრამის  სახით.
III
     შევიმუშავოთ ენერგიის დაზოგვის გზები და  ჩვენი მოსაზრებები  გავაცნოთ ოჯახის წევრებს
     ჩამოვწეროთ რა საშუალებებით დაზოგავს ენერგიას ჩვენი ოჯახი
     ვიანგარიშოთ რა ეკონომიას მისცემს ეს ჩვენს ოჯახს

     პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მჭედლიშვილი
    პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nana175nana@gmail.
    პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი http://nana175nana blogspot.com

No comments:

Post a Comment